მისი უწმინდესობა პაპი პეტრე III, De Glória Ecclésiæ (22-4-2016 -დან დღემდე)
საერო სახელი – მარკუს ჯოზეფ ოდერმატი, შემდგომში ეპისკოპოსი მამა ელისეო მარი. დაიბადა შვეიცარიაში, ნიდვალდენში, სტანსში. მეთხუთმეტე საუკუნის განდეგილის, წმინდა ნიკოლოზ ფლუელის, შთამომავალი, რომელსაც შვეიცარიაში თაყვანს სცემენ, როგორც ქვეყნის მამას, რომლის ერთადერთი საზრდო ოცი წლის განმავლობაში წმიდა ზიარება იყო და რომელმაც მოახერხა თავისი ქვეყნის გათავისუფლება დამღუპველი სამოქალაქო ომისგან, ასევე სასწაულებრივად დაეხმარა შვეიცარიას, თავი აერიდებინა პირველი და მეორე მსოფლიო ომისგან. ნიდვალდენის კანტონის დროშაზე გამოსახულია ზეციური სასუფევლის გასაღებების პაპის ემბლემა მისი მფარველის, წმინდა პეტრე მოციქულის, პატივსაცემად. ეპისკოპოსი მამა ელისეო მარი შეუერთდა წმინდა ხატების კარმელიტების ორდენს 1985 წელს; თვრამეტი წლის განმავლობაში იგი სამხრეთ ამერიკაში მისიონერი იყო, 2011- 2016 წწ კი თითქმის 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო მდივნად მსახურობდა. პაპმა პეტრე III-მ შეინარჩუნა პალმარის წმინდა კვირის ახალი კალენდარი, რომელიც, შესაბამისად, იწყება 20 მარტს და მთავრდება აღდგომის კვირის ხსენებით, 27 მარტს. 25 მარტი ანუ დღე, როდესაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გარდაიცვალა, ყოველთვის იქნება დიდი პარასკევის ხსენების დღე, კვირის რა დღესაც არ უნდა დაემთხვას იგი. საყოველთაო განდგომის სამყაროში, მისი უწმინდესობა პაპი პეტრე III, როგორც ჩვენი სულების მწყემსი კეთილი, თავისი სამოციქულო წერილების მეშვეობით, გაბედულად იცავს და აცხადებს წმინდა მოძღვრებასა და მორალს, რითიც ებრძვის შეცდომას და სხვა მორალურ გადაგვარებას.