ქრისტიანული წესიერების ნორმები – Iglesia Catolica Palmariana

ქრისტიანული წესიერების ნორმები:

იმისათვის, რომ გავიგოთ პალმარის ეკლესიის ჩაცმულობის მოთხოვნები მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ დრო, როდესაც ჭეშმარიტმა ეკლესიამ (იმ დროს რომის ეკლესიამ) აკრძალა ეკლესიებში ქრისტიანული წესიერების ნორმების დაცვის გარეშე შესვლა. პალმარის ეკლესია (ამჟამად ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია) მოითხოვს ყველა თავისი მორწმუნესგან და მათგანაც, ვინც არ არის, ეკლესიაში შესვლისას მკაცრად დაიცვან ჩაცმულობაში ქრისტიანული წესიერების ნორმები. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დრო იცვლება და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ცვლილებები, მათ შორის ჩაცმულობაში. მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კაცობრიობას, რომ ღმერთი კი არ უნდა მოერგოს მოდას, არამედ ადამიანი უნდა მოერგოს ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებს. წარმოუდგენელია, ღმერთს მოსწონდეს, რომ ეკლესიაში შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ქრისტიანული წესიერების ნორმებს; პირიქით, ეს მას დიდად შეურაცხყოფს. იმისათვის, რომ არ მოხდეს ეკლესიაში იმ ადამიანების შესვლა, რომლებიც არ არიან წესიერად ჩაცმულნი, პალმარის ეკლესია იყენებს გარკვეულ ზოგად ნორმებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს პალმარის სამლოცველოებსა და ტერიტორიაზე შესვლისას.

შარვალი: მამაკაცებს ყოველთვის უნდა ეცვათ გრძელი შარვალი. ის არ უნდა იყოს მოტკეცილი, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე.

პერანგი: გრძელმკლავიანი, მაჯამდე, ბოლომდე შეკრული, საყელომდე, ისე რომ სრულად ფარავდეს მკლავებსა და მკერდს, ყოველ შემთხვევაში კისრის ძირს. უფრო მეტიც, მაისურები არ უნდა იყოს მჭიდროდ მორგებული, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე.

წინდები: ასაკის მიუხედავად მამაკაცებს უნდა ეცვათ წინდები, რომლებიც სულ მცირე კოჭებს ფარავს

ჯინსები/დენიმი: ჯინსის ტანსაცმლის ტარება შესაძლებელია, მაგრამ არა პალმარში ან სხვა სამლოცველოებში, რომლებიც ეკუთვნის წმინდა კათოლიკურ პალმარის ეკლესიას.

დიზაინი, წარწერები და ლოგოები: აკრძალულია გარე ტანსაცმლის ტარება ნებისმიერი სახის ზედმეტად დიდი წარწერებით, დიზაინით (ცხოველები, მანქანები…) ან ბრენდის ლოგოებით.

ფეხსაცმელი: სპორტული ფეხსაცმლის ტარება შეიძლება, მაგრამ არა პალმარის ტერიტორიაზე შესვლისას და კიდევ უფრო ნაკლებად ეკლესიაში.

ვარცხნილობა: არა გრძელ, შეღებილ ან აჩეჩილ თმას.. მამაკაცებს ასევე ეკრძალებათ საყურეები, პირსინგი და სვირინგები (ტატუ).

ბიჭები თოთხმეტ წლამდე: დასაშვებია მუხლებამდე შარვლის ტარება, დანარჩენში ექვემდებარებიან იმავე წესებს, რაც მათი უფროსი მეგობრები.

ქალები
კაბები: უნდა იყოს გრძელი სახელოებით, მაჯამდე და გარდა ამისა, ფარავდეს მინიმუმ კისრის ძირს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის ღრმა დეკოლტე. არ უნდა იყოს მჭიდროდ მორგებული, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე და უნდა იყოს საკმარისად გრძელი, რათა ჯდომის დროს ფარავდეს მუხლებს. დაუშვებელია ღიობები ან ჭრილები.

ბოლოკაბები: არ უნდა იყოს სწორი, მილის ფორმის და არც მჭიდროდ მორგებული, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე და უნდა იყოს საკმარისად გრძელი, რათა მჯდომარე მდგომარეობაში მუხლები არ ჩანდეს. დაუშვებელია ღიობები ან ჭრილები.

შარვლები: ქალებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცვათ შარვალი, რადგან ეს სამოსი მამაკაცებს შეეფერება.

ბლუზები: უნდა იყოს გრძელსახელოებიანი, მაჯამდე და გარდა ამისა, უნდა ფარავდეს კისრის ძირს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის ღრმა დეკოლტე. ისინი არ შეიძლება იყოს მჭიდროდ მორგებული, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე.

ჯინსები/დენიმი: ჯინსის ტანსაცმლის ტარება შესაძლებელია, მაგრამ არა პალმარის ტერიტორიაზე ან სხვა სამლოცველოებში, რომლებიც ეკუთვნის წმინდა კათოლიკურ პალმარის ეკლესიას.


დიზაინი, წარწერები და ლოგოები: აკრძალულია გარე ტანსაცმლის ტარება ნებისმიერი სახის ზედმეტად დიდი წარწერებით, დიზაინით (ცხოველები, მანქანები…) ან ბრენდის ლოგოებით.


ფეხსაცმელი: სპორტული ფეხსაცმლის ტარება შეიძლება, მაგრამ არა პალმარის ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, არა ეკლესიაში.

გეტრები: ქალებს უნდა ეცვათ მუხლებამდე გეტრები ან ნებისმიერი მასალის კალგოტკები.


თოთხმეტ წლამდე გოგონები: შეუძლიათ წინდების ტარება, თუმცა დანარჩენში ექვემდებარებიან იმავე წესებს, რაც მათი უფროსი მეგობრები. თორმეტ წლამდე გოგონებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ, ატარონ გეტრები ან კალგოტკები.
ამის გარდა, წმინდა ლენტისკოში ქალები შედიან თავშალით, მამაკაცები კი თავშიშველნი.